|
2020-10-13 10:32:10, 914 ნახვა
რეგიონი
ურეკის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკაში ცხელების ცენტრი მოეწყო
დღეიდან ურეკის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკაში ცხელების ცენტრი ამოქმედდა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ კლინიკა დაათვალიერეს და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. კლინიკაში 21 საწოლი და ოთხი სასუნთქი აპარატია მობილიზებული. საჭიროებიდან გამომდინარე იგეგმება მათი დამატებაც. ,,გურიაში შემთხვევათა რაოდენობა საბედნიეროდ მცირეა, თუმცა მზაობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ცხელების კლინიკა იყოს. აჭარაც, რა თქმა უნდა, მზად არის იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში გურიიდან, როგორც ცხელებიანი, ისე კოვიდ დადასტურებული შემთხვევები მიიღოს და რესპუბლიკური საავადმყოფო მაქსიმალურად ემზადება ყველა ტიპის პაციენტის მისაღებად. ეს ცენტრი იქნება გარკვეულწილად შუალედური, ძალიან მნიშვნელოვანი სადგური, სადაც მოხდება პაციენტების შეფასება, სწრაფი რეაგირება და მათი გადამისამართება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. თამარ გაბუნიას თქმით, ცხელების ცენტრის გახსნა რეგიონში არსებულ ეპიდვითარებას უკავშირდება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)