|
2015-09-18 21:45:23, 484 ნახვა
პოლიტიკა
ლიტვის სეიმის ვიცესპიკერი: საქართველო ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყანა აუცილებლად გახდება
იუსტიციის მინისტრი ლიტვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლიტვის სეიმის ვიცესპიკერს, კომიტეტების თავმჯდომარეებსა და საქართველოსთან თანამშრომლობის ლიტვის საპარლამენტო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმები ვრცლად განიხილეს. პარლამენტის წევრებმა პირადად მინისტრისგან მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა მართლმსაჯულების სისტემა ქვეყანაში; რას გულისხმობს პროკურატურის რეფორმა, რომელიც მესამე მოსმენით პარლამენტმა დღეს დაამტკიცა; ამას გარდა, როგორ ყალიბდება საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; რა ნაბიჯები იდგმება ქალთა და ბავშვთა უფლებების დასაცავად და სხვა. თეა წულუკიანის განცხადებით, ჩრდილოეთიდან მუდმივად უარყოფითი სიგნალებია იმის გამო, რომ საქართველო ევროპისკენ ისწრაფვის. „ყველა წარმატებას ევროპულ გზაზე თან ახლავს ახალი მავთულხლართი“, − აღნიშნა მინისტრმა. თეა წულუკიანმა პარტნიორი ქვეყნის პარლამენტარებთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ლიტვა ყველაფერს აკეთებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. სეიმის წევრებმა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში ნებისმიერი ფორმით გაუწევენ საქართველოს დახმარებას − იქნება ეს ექსპერტების მოვლენა, თუ სამუშაო ჯგუფების შექმნა. „ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი ინსტრუმენტი გამოვიყენოთ თქვენთვის ხელშესაწყობად. ვიმედოვნებ, რომ საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყანა“, − განაცხადა ვიცესპიკერმა გედიმინას კირკილასმა. „ორდღიანი ოფიციალური ვიზიტისას კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ ლიტვა მხოლოდ კარგი პარტნიორი კი არა, საქართველოს კარგი მეგობარია, და როგორც მეგობარს, სურს, საქართველო წარმატებული ქვეყანა იყოს“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. თეა წულუკიანიორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლიტვის უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვდა. შეხვედრები გაიმართა პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრებთან, ლიტვის სეიმის თავმჯდომარესთან.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)