|
2020-10-11 16:07:11, 766 ნახვა
რეგიონი
თელას სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობით და სარეაბილიტაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, თელას სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სათავე ნაგებობა, დამცლელი კვანძი, ჭა ჰიდრანტით, გამშვები ნაგებობა შემტბორავით, დიუკერი, ფოლადის მილსადენი სიგრძით 2,1 კმ. გაიწმინდება მიწის არხის 3,2 კილომეტრიანი მონაკვეთი. ჩატარებული სამუშაოების შედეგად რეგულარულად მოირწყვება 195 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეუნეო მიწის ფართობი. აღდგენილი საირიგაციო სისტემით სოფელ თელას მოსახლეობა ისარგებლებს. პროექტის ღირებულება შეადგენს 852 000 ლარს. საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი დავით წითლიძე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. დღეისათვის კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 17 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ დამატებით 3 200 ჰექტარი სავარგული მოირწყვება, ხოლო წყლის მიწოდების რეჟიმი 9 300 ჰექტარზე გაუმჯობესდება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)