|
2020-10-11 13:32:45, 704 ნახვა
კომენტარი
მეუფე ნიკოლოზი დავით-გარეჯზე - რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული და 21-ე %-ს დაიმატებს თუ არა ამით არსი არ იცვლება
„რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული და 21-ე %-ს დაიმატებს თუ არა ამით არსი არ იცვლება“ , - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა განცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ გარეჯის უდაბნო ყოველთვის იყო საქართველოს ტერიტორია. „პრინციპულად არ ვეთანხმები ასეთ დამოკიდებულებას, რასაც დღეს ვხედავთ ჩვენ. დავით გარეჯის უდაბნო იყო ყოველთვის საქართველო, ყოველთვის ქართული მონასტერი იყო და ეს მიწა იყო ყოველთვის ქართული მიწა და არავითარი მცდელობა, რომ ვიღაცას გადავაბრალოთ ახლა, რომ ვიღაცამ რუკა დამალა, ვიღაცამ ფული აიღო, არაფერი აქედან არაფერი არ გამოვა. ეს არის პირდაპირი აგრესია. მე ასე ვხედავ. არ ვიცი საიდან და როგორ. ასე წერია სახარებაში, "არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადდეს", ცოტა დრო გავა და ყველანი ყველაფერს გავიგებთ. დავით გარეჯის უდაბნო ქართველების საკუთრებაა. დავით გარეჯელი ჩამოვიდა სირიიდან და შექმნა ეს საოცარი საუნჯე, ეს საოცარი სამყარო და ამას ვერავინ ვერ წაგვართმევს. რაც შეეხება რუსეთს, ეს ახლა ახალი ამბავი არავისთვის არ არის, რომ მეზობელი სახელმწიფოა, რომელსაც ინტერესი აქვს საქართველოში და რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და 21-ე პროცენტს კიდევ დაიმატებს თუ არ დაიმატებს არსი არ იცვლება“ , - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)