12:59 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-10 17:57:08, 873 ნახვა

კომენტარი
მაქარაშვილი დაკავებულ ექსპერტებზე - არჩევნებამდე სამი კვირით ადრე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ქულებს იწერს და ამით ცდილობს გამარჯვებას

„არჩევნებამდე სამი კვირით ადრე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ქულებს იწერს და ამით ცდილობს გამარჯვებას“ , - ამის შესახებ გიგა მაქარაშვილმა  პარლამენტთან აქციის დროს განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ქმედებები ძალიან გაქვს რუსული ძალის ნამოქმედარს.

„კიდევ ერთი რიგითი მოქალაქის პოზიციაა, რომ ეს ყველაფერი ძალიან გაქვს რუსული ძალის ნამოქმედარს.

მაშინ, როდესაც არჩევნებამდე სამი კვირაა დარჩენილი, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ჩვენ გვაკვირდება, თუ როგორ ჩატარდება წინასაარჩევნო კამპანიები, როგორ ჩატარდება არჩევნები, როგორ დავიცავთ ჩვენ ხმებს და ასე შემდეგ - ამის ფონზე ბიძინა ივანიშვილი ვა ბანკზე მიდის, იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ მისი პოლიტიკური ინტერესებისთვსი ბიუჯეტები მიიღოს.

ფაქტია, რომ მას ამ ორი ადამიანის დაჭერა არაფერში ჭირდება, თუ სხვა თემებზე გასვლა არ უნდა, თუ იმ თემებზე გასვლა არ უნდა, რაც მას უფრო დიდ უპირატესობას მოუტანს.

ის ფიქრობს, რომ მზგავსი თემებით გამაჯრვებული რჩება. როგორც ჩანს, ნებიმიერ ჩვენგანს მოადგება, დაიჭერს და დააბრალებს ქვეყნის ღალატს, მოიგონებს საქმეებს, რომელთანაც არავითარი კავშირი არ გვქონია და ჯამში პოლიტიკურ ქულებს დაიწერს.

ჩვენ ამ ისტორიული არჩევნების წინ უნდა ვიყოთ ფრთხილად და გვესმოდეს ერთმანეთის. პირვლივე შემთხვევა, რომელიც ასეთ დროს დააზარალებს ჩვენ ქვეყანას არ უნდა დარჩეს ყურადღების გარეშე“ , - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics