|
2020-10-09 23:17:17, 844 ნახვა
კომენტარი
ინაშვილი დავით-გარეჯის საქმეზე - თუ ეს რუსული მოტივია, მაშინ რუსეთი გვეხმარება სამართლიანად გადაწყდეს საკითხი
„თუ ეს რუსული მოტივია, მაშინ რუსეთი გვეხმარება სამართლიანად გადაწყდეს საკითხი“ , - ამის შესახებ პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. ინაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერში რუსული კვალის ძებნა არაადეკვატურობაა. „ჩვენ ადეკვატურობა არ უნდა დავკარგოთ. საქართველოში რაც არ უნდა მოხდეს, წარმატება იქნება, წარუმატებლობა, მარცხი თუ გამარჯვება, ყველაფერში რუსულ კვალს ეძებენ. ეს მივიდა ძალიან ავადმყოფურ ფორმებამდე. ამ სიტუაციაში მე რუსულ კვალზე არ შემიძლია საუბარი. არავითარი არგუმენტები არ მაქვს, რომ რუსეთი ახლა დაინტერესებულია, ჩვენ მოგვცეს დოკუმენტი, რუკა, რომლის თანახმადაც ჩვენ შეგვიძლია სამართლებრივად დავიწყოთ ლაპარაკი ჩვენს კუთვნილ ტერიტორიებზე იმ ზოლში. ამ ლოგიკით გამოდის, რომ რუსეთი ჩვენ გვეხმარება სამართლიანად გადაწყდეს ჩვენთვის საკითხი დავითგარეჯთან მიმართებით“ , - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)