|
2020-10-09 14:44:58, 505 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ორგანიზებულ მინისტერიალზე ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ მინისტერიალზე, რომელიც ადამიანური კაპიტალის პროექტის განვითარების საკითხებს მიეძღვნა. ვირტუალურ ფორმატში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ, გაუსვა ხაზი მსოფლიო ბანკის ჯგუფის მხარდაჭერის მნიშვნელობას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს, დევიდ მალპასს აღმოჩენილი დახმარებისთვის. ადამიანური კაპიტალის ინიციატივაზე საუბრისას, ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომლის წინაშეც დგას დღევანდელი კაცობრიობა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც ორი წლის წინ, მსოფლიო ბანკმა დაიწყო ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტი, ინიციატივა სულ უფრო ფართოვდება და ვითარდება, თუმცა COVID-19-ის გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა ამ ინიციატივის გაძლიერების აუცილებლობა. „COVID 19-ის პანდემიამ დააზარალა არა მარტო ჯანდაცვის, არამედ განათლების სექტორიც. სულ უფრო აშკარა ხდება ადამიანური კაპიტალის განვითარების პროცესში ახალი ინოვაციური მიდგომების საჭიროება. ინოვაცია და ტექნოლოგიური პროგრესი ყოველთვის ვითარდება ადამიანური კაპიტალის განვითარების პარალელურად. ინოვაციას გადამწყვეტი როლი უკავია ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, თავის მხრივ, ადამიანური კაპიტალის განვითარება მნიშვნელოვანია ინოვაციის სფეროში. შესაბამისად, ადამიანური კაპიტალის განვითარების დაჩქარებისათვის, აუცილებელია სულ უფრო მეტად გაძლიერდეს ეს ურთიერთკავშირი. ზოგჯერ ინოვაცია პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე ეფექტიანი და შესაძლოა, ერთადერთი გზა იყოს. ჩვენ ხშირად ვრწმუნდებით, რომ განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში უთანასწორობის პრობლემის მოგვარება არის ბერკეტი ამ გამოწვევის დასაძლევად. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? COVID-19-ის პერიოდმა ეს ნათლად გვაჩვენა: პირველ რიგში, ჩვენ დავინახეთ ონლაინ სწავლების მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სერვისების მიღება შესაძლებელია ინტერნეტით ან სხვა ინოვაციური გადაწყვეტილებების საშუალებით, ინოვაციური ტექნოლოგიები შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ფაქტორი პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, ადამიანური კაპიტალის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მისი როლი კაპიტალის დეფიციტის აღმოფხვრის მიმართულებით. „მაღალი ხარისხის განათლებისა და ჯანდაცვის თანაბარი ხელმისაწვდომობა ინკლუზიურობის ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. დღევანდელი ტექნოლოგიური მიღწევები უზრუნველყოფენ განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში არსებულ ინოვაციურ გადაწყვეტილებებთან თანაბარი წვდომა ჰქონდეს ყველა სოციალურ ჯგუფს. შესაძლებლობები ამ კუთხით დიდია, თუმცა ასევე, არის პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია მრავალმხრივი თანამშრომლობის როლი. იმედი მაქვს, რომ მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის პროექტი, რომელზეც ჩვენ ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ, ყურადღებას გაამახვილებს ამ საკითხზე და დაეხმარება ქვეყნებს, მიაღწიონ მნიშვნელოვან შედეგებს ადამიანური კაპიტალის განვითარების პროცესში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)