|
2020-10-09 14:15:09, 568 ნახვა
კომენტარი
სულხან სალაძე - აფგან მუხთარლის საქმე თაროზეა და კიდევ დიდი ხანი იქნება
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი სულხან სალაძე აცხადებს, რომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმე თაროზეა და ალბათ კიდევ დიდი ხანი იქ იქნება. მისი თქმით, საქმის გამოძიება, რომ საგამოძიებო ორგანოებისთვის რეალური სურვილი ყოფილიყო, ხელშესახები შედეგი აქამდე იქნებოდა. „ეს საქმე თაროზეა და ალბათ, კიდევ დიდი ხანი იქნება იქ. საქმის გამოძიება, რომ რეალური სურვილი ყოფილიყო საგამოძიებო ორგანოებისთვის, ხელშესახები შედეგი აქამდე იქნებოდა. გამოძიებამ აქამდე ისიც ვერ მოახერხა, რომ მუხთარლი აზერბაიჯანში გამოეკითხა. ჩვენ გვახსოვს ის მუდმივად საუბრობდნენ, რომ მათ ამის უფლება ვერ მიიღეს. გამოკითხონ მაგრამ რაღაც განსაკუთრებული სიახლის მოლოდინი არ მაქვს“, - განაცხადა სულხან სალაძე. შეგახსენებთ, რომ თბილისში დღეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ჩამოდის. მისი ადვოკატის თქმით, ჟურნალისტი დღეს პროკურატურაში გამოიკითხება. ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 მაისში თბილისიდან მისი გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ედავება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)