00:36 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-09 11:07:11, 645 ნახვა

რეგიონი
დაბა კაზრეთში ათწლეულების განმავლობაში არსებული შიდა გზების პრობლემა გვარდება

დაბა კაზრეთში შიდა გზების მოწყობა მიმდინარეობს. სამი კორპუსის მიმდებარედ, 5750 კვადრატულ მეტრზე, ასფალტის დაგება და სანიაღვრეების მოწყობა ხორციელდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, დაბაში უკვე დაიგო 2400 კვადრატული მეტრის მოცულობის ასფალტის საფარი. 15 000 კვადრატული მეტრის მოცულობის დაზიანებული გზების შეკეთებას კი კომპანია „არემჯი” განახორციელებს.

შიდა გზების მოწყობის სამუშაოებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი  მოადგილე ლონგინოზ გასანოვთან ერთად გაეცნო.

აღნიშნული სამუშაოების მთლიანი ღირებულება ჯამში 1,044, 800 ლარს შეადგენს და „რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში კომფორტული, თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნისთვის 13 მსხვილი პროექტი ხორციელდება, რისთვისაც 6 500 000 ლარამდეა გამოყოფილი.

“დაბა კაზრეთში ათწლეულების განმავლობაშიო არსებული შიდა გზების პრობლემა გვარდება. სამი კორპუსის მიმდებარედ ასფალტის საფარი იგება და სანიაღვრეები ეწყობა. 2 400 კვადრატული მეტრის მოცულობის ასფალტის საფარი კი დაბაში უკვე დაიგო, ამ სამუშაოებისთვის ჯამში 1,044, 800 ლარია გამოყოფილი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კომპანია „არემჯი“ დაბის მასშტაბით 15, 000 კვადრატული მეტრის მოცულობის დაზიანებული გზების შეკეთებას ახორციელებს, რისთვისაც მსურს მათ დიდი მადლობა გადავუხადო. კაზრეთში შიდა გზების მოწყობის პირველი ეტაპი წარმატებით მიმდინარეობს და ჩვენ დაბაში გზების პრობლემას ეტაპობრივად სრულად მოვაგვარებთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics