14:23 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-08 16:22:23, 614 ნახვა

კომენტარი
მღვდელ-მონაზონი კირიონი დავით-გარეჯის საქმეზე: რომ არა ირაკლი ღარიბაშვილი, არ ვიცი ეს საქმე როგორ დამთავრდებოდა

მღვდელ-მონაზონმა კირიონმა ქართული არხის გადაცემა „უცნობის კიდობანში“ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაციის პროცესთან დაკავშირებით, დავით გარეჯის საკითხზე ისაუბრა.

მან ამ საქმეში საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წვლილზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის პრემიერობის დროს დეტალურად დაინტერესდა დავით გარეჯის თემით.

„ირაკლი ღარიბაშვილის სამადლობლად უნდა ითქვას, რომ ეს საქმე მან პირად საქმედ აქცია. ერთია, რომ პრემიერი ხარ და გევალება, მაგრამ არის ადამიანური დამოკიდებულებაც. მაშინ პრემიერს წარვუდგინეთ მასალები და ვთხოვეთ, რომ პირად დონეზე მოკვლევა გაეღრმავებინა. პრემიერის დავალებით, შესაბამისი სამსახურები ჩაერთნენ და აღნიშნული საკითხის მოკვლევა დაიწყეს “, - აღნიშნა მღვდელ-მონაზონმა კირიონმა. მისი თქმით, ღარიბაშვილის პრემიერობიდან წასვლის შემდეგ, პროცესი შეჩერდა. „ამ საკითხთან დაკავშირებით პროტესტი მქონდა. რომ არა ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, არ ვიცი ეს საქმე როგორ დამთავრდებოდა. მისი პოლიტიკაში დაბრუნებით კავშირები აღდგა“, - განაცხადა სასულიერო პირმა. მამა კირიონის განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილმა დავით გარეჯის იურიდიული და ფაქტობრივი მხარე დეტალურად გააცნო ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პრობლემით დაინტერესდა და მხარდაჭერა აღუთქვა. „არსებული სიტუაციის ფონზე, დავინახეთ იურიდიული რუკის საჭიროება, რაშიც ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო. მან არნახული სიკეთე გაუკეთა თავის სამშობლოს და ჩვენ დღეს ხელთ გვაქვს უკვე დედანი, დამოწმებული რუკა“, - აღნიშნა მამა კირიონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics