|
2020-10-08 16:05:49, 560 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ვაგრძელებთ მჭიდრო კომუნიკაციას საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან, რათა საქართველოში საქმიანობის გადმოტანით უფრო მეტი გლობალური კომპანია დაინტერესდეს
„გლობალური პანდემიის პირობებში, მაქსიმალურად ვმუშაობთ უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, რადგან საქართველო მსოფლიო კრიზისის მიუხედავად, უცხოელი ინვესტორებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი პლატფორმაა როგორც უსაფრთხო ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო რეიტინგებში ბიზნესგარემოს კუთხით ბევრ პოზიციაში ლიდერობს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა ნათია თურნავამ საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებითა და USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობენ წარმატებული საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები ბელგიიდან და აშშ-დან. ნათია თურნავას განცხადებით, საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან მჭიდრო კომუნიკაცია მიმდინარეობს, რათა საქართველო, რომელიც პრაქტიკულად უკვე გაჩნდა საერთაშორისო კომპანიების რუკაზე, მომავალში უფრო აქტიურად გაჩნდეს იმ კომპანიების რუკაზეც, ვინც თავისი საქმიანობისა და მიწოდებათა ჯაჭვის გეოგრაფიის შეცვლაზე ფიქრობს. „საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების მომსახურებას მსოფლიოს წამყვანი გლობალური კომპანიები იყენებენ. ეს ადამიანები ჩამოდიან ჩვენთან, ეცნობიან საქართველოს შესახებ ინფორმაციას და რჩევას აძლევენ თავიანთ კლიენტებს, წარმატებულ კომპანიებს მთელ მსოფლიოში, რომ თუ ისინი წარმოების ან საქმიანობის სხვა ქვეყანაში გადატანას ფიქრობენ, საქართველო არის ერთ-ერთი მიმზიდველი ლოკაცია. მოხარული ვარ, რომ ბელგიიდან და აშშ-დან ჩამოსული კონსულტანტები ძალიან პერსპექტიულად უყურებენ საქართველოში მსხვილი უცხოური კომპანიების გადმოყვანას", - აღნიშნა ნათია თურნავამ. საქართველოში მყოფი ლოკაციების კონსულტანტებისთვის ეწყობა გაცნობითი ტური, რომლის ფარგლებშიც ისინი შეხვდებიან საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებს. შედეგად, სტუმრებს ეძლევათ შესაძლებლობა მოიპოვონ სიღრმისეული ინფორმაცია საქართველოში ინვესტიციის პოტენციალზე და წარმატებული პროექტების შესახებ შეიტყონ. საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები ქვეყანას სტუმრობენ, როგორც ტრანსნაციონალური საინვესტიციო სააგენტოების - Location Perspectives და AngelouEconomics-ის წარმომადგენლები. მათ საერთაშორისო კომპანიებთან და საჯარო სტრუქტურებთან საინვესტიციო პროექტების კუთხით თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)