14:24 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-08 16:04:00, 425 ნახვა

კომენტარი
საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის შეფერხების მცდელობასთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს

საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის შეფერხების მცდელობასთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს.

„ექსპრესნიუსს“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხვადასხვა საარჩევნო უბნიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ უცხო პირები, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელით, უკავშირდებიან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს და ეუბნებიან ცრუ ინფორმაციას, რომ მათი მისვლა უბანში საჭირო არაა კონკრეტულ დღეს. ამასთან, აძლევენ კომისიის წევრისთვის შეუსაბამო დავალებებს.

სავარაუდოდ, მსგავსი ზარები, რიგ შემთხევაში, გამიზნულია საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობის შესაფერხებლად, რათა წევრებმა არ შეასრულონ მათზე დაკისრებული ფუნქცია/მოვალეობები და არ გამოცხადდნენ საარჩევნო უბანში; ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში, შეუსაბამო დავალებების გაცემით იკვეთება საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციის დაზიანების მცდელობა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ასევე დაფიქსირდა ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლის, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგზე შეჭრისა და მისი ჩაშლის ფაქტი.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა ჩართულ თუ დაინტერესებულ მხარეს, არ ჩაერიონ საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნქციებში, ნუ შეეცდებიან საარჩევნო უბნის საქმიანობის შეფერხებას ან ჩაშლას, რათა საარჩევნო ადმინისტრაციას მიეცეს შესაძლებლობა მოემსახუროს ამომრჩევლებს და კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს საარჩევნო ღონისძიებები”, - განაცხადეს ცესკოში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics