14:24 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-08 13:26:35, 412 ნახვა

კომენტარი
თურნავა: საზღვაო სფეროში დღეს ყველაზე მეტი შესაძლებლობაა, საშეღავათო რეჟიმის შეთავაზებით მაქსიმალურად მოვიზიდოთ საერთაშორისო გლობალური კომპანიები და უცხოური ინვესტიციები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრა მთავრობის მიერ მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, რომელიც  საერთაშორისო კომპანიების სტატუსის მინიჭების წესსა და იმ დარგებს შეეხება, რომლებიც შეირჩა ამ ეტაპისთვის, რათა ეს სტატუსი მიენიჭოთ.

„მინდა, გამოვეხმაურო იმ მნიშნვნელოვან გადაწყვეტილებას, რაც დღეს მთავრობამ მიიღო, ეს ეხება  საერთაშორისო კომპანიების სტატუსის მინიჭების წესს და იმ დარგებს, რომელიც შეირჩა ამ ეტაპისთვის, რომ  საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭოთ.  შერჩეულ იქნა ორი დარგი, სადაც ყველაზე მეტია დღესდღეობით შესაძლებლობა, რომ ასეთი საშეღავათო რეჟიმის შეთავაზებით მოვიზიდოთ მაქსიმალურად საერთაშორისო გლობალური კომპანიები და უცხოური ინვესტიციები - მათ შორის არის სანაოსნო სფერო, გემთმშენებლობა, გემით სარგებლობა და მასთან დაკავშირებული სერვისები“, - აღნიშნა მათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ეს ძალიან  მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა და მნიშვნელოვანი დამსაქმებელი.  მისი თქმით,  ჩვენი მეზღვაურები მთელ მსოფლიოში არიან ცნობილი, როგორც ძალიან კვალიფიციური პროფესიონალები. ამასთან,  მთავრობა საქართველოს საკუთარი ფლოტის აღდგენის საკითხზე მუშაობს.

„ახლა გვინდა, საქართველოში შევქმნათ წინაპირობა, რომ ჩვენი საკუთარი ფლოტი აღდგეს. სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, შევისწავლეთ მთელი რიგი ქვეყნების მაგალითები, როგორიცაა მალტა, კვიპროსი, სხვა შედარებით მცირე სახელმწიფოები, რომლებიც დღესდღეობით ლიდერებად მიიჩნევიან სანაოსნო დარგში მსოფლიოში და საქართველოსაც აქვს ეს პოტენციალი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics