22:28 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 15:37:36, 536 ნახვა

სამხედრო
შეიარაღებულ ძალებში ყოველწლიური საკალათბურთო ტურნირი გაიმართა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ყოველწლიური საკალათბურთო ტურნირი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეჯიბრებაში მონაწილეობა აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებმა, გენერალურმა შტაბმა და სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საბრძოლო ოპერაციებში დაჭრილმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს.

ათმა გუნდმა ოლიმპიური სისტემით იასპარეზა, რის შემდეგაც მათგან სამი საუკეთესო გამოვლინდა. პირველი ადგილი ხონის II საარტილერიო ბრიგადას ერგო წილად, მეორე - გენერალური შტაბის გუნდმა დაიკავა, ხოლო, მესამე ადგილის მფლობელი ქუთაისის III ქვეითი ბრიგადა გახდა. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს შესაბამისი მედლები გადაეცათ, ხოლო, პირველ ადგილზე გასულ ჯარისკაცებს მედლებთან ერთად სპეციალური თასიც ერგოთ, რომელიც მათ გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გადასცა.

„ყოველთვის სასარგებლო და სახალისოა მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გუნდურ თამაშში ყველა მონაწილე ვალდებულია, აღმოუჩინოს დახმარება გვერდში მდგომს. გარდა ამისა, კალათბურთი მოითხოვს სისწრაფეს, სხარტ აზროვნებას და მოქნილობას. ყველაფერს, რაც სამხედროს გამოადგება, როგორც მშვიდობიან ცხოვრებაში, ასევე ბრძოლის ველზე. რა თქმა უნდა, ვისურვებდით მხოლოდ მშვიდობიან დროს გამოეყენებინოთ აღნიშნული უნარ-ჩვევები“, - განაცხადა შეჯიბრების დასრულების შემდეგ ვახტანგ კაპანაძემ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უზრუნველყოფის ცენტრის სპორტული ღონისძიებების დაგეგმვისა და ფიზიკური მომზადების შეფასების სამმართველოს ორგანიზებით, საკალათბურთო ტურნირი თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელ დარბაზ „ორბში“ ჩატარდა. შეჯიბრების არბიტრი სპორტის დამსახურებული ოსტატი თენგიზ ფიცხელაური გახლდათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics