|
2020-10-08 11:14:02, 649 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია - დავით-გარეჯის საკითხზე პოლიტიკური სპეკულაციები დამაზიანებელია ქვეყნისთვის
დავით გარეჯის საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სახის პოლიტიზირება და პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხზე უბრალოდ დამაზიანებელია ქვეყნისთვის – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, გამოძიების დასრულების შემდეგ გაკეთდება საბოლოო დასკვნები. „პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას, რამე თუ არ წყდება საკითხის პოლიტიზირების მცდელობა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გამოძიება უნდა დასრულდეს და მხოლოდ ამის შემდგომ უნდა გავაკეთოთ ჩვენ საბოლოო დასვკნები. საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სახის პოლიტიზირება და პოლიტიკური სპეკულაციები, უბრალოდ დამაზიანებელია ქვეყნისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ასე გაგრძელდება, გარდა ამისა, სწორედ ამიტომ, ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი, რომელიც სრულად საქართველოს საშინაო საქმეა და ვერც გამოძიების შედეგად ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომლებიც გავუზიარეთ უკვე აზერბაიჯანელ კოლეგებს, ვერ დააზიანებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. მოვუწოდებ ყველას, არ მოვახდინოთ საკითხის პოლიტიზირება, ეს არის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)