|
2020-10-08 10:05:02, 612 ნახვა
კომენტარი
პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად ისარგებლონ აპლიკაციით - Stop Covid
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად ისარგებლონ აპლიკაციით - Stop Covid, რომელიც მათ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტის შესახებ აფრთხილებს. როგორც მთავრობის მეთაურმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი აპლიკაცია, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, ინფიცირებულთა კონტაქტების სწრაფი დადგენის პროცესში ერთ-ერთი დამატებითი და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. „ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, სწრაფად მოხდეს ინფიცირებულთა ტესტირება და მათი კავშირების დადგენა, რაზეც შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ და ამ ხალხის იზოლაციაში სწრაფად გადაყვანა. ამისთვის ძალიან კარგია აპლიკაცია Stop Covid-ი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთა. მეც მაქვს ტელეფონში ჩატვირთული და ყველა ადამიანს, რომელიც საავადმყოფოში ხვდება, უნდა ვუთხრათ, რომ ჩატვირთოს ეს აპლიკაცია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)