|
2020-10-07 22:41:31, 761 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი დაკავებულ ექსპერტებზე - სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევა, მთელი ქვეყნის გადაქცევა ერთი ახირებული ფეოდალის საკუთრებად
„სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევა, ხალხის გაღატაკება, ძარცვა, მთელი ქვეყნის გადაქცევა ერთი ახირებული ფეოდალის საკუთრებად“ , - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა. მან ასევე მიმართა დაკავებულ ექსპერტებსაც, რომ ცოტა უნდა გაუძლონ და ქვეყანა მალე დაიწყებს წინ დიდი ტემპით მოძრაობას. „სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევა, ხალხის გაღატაკება, ძარცვა, მთელი ქვეყნის გადაქცევა ერთი ახირებული ფეოდალის საკუთრებად - ამ ყველაფრის გადაფარვა ისეთი სისულელით, რასაც 3 წლის ბავშვიც არ დაიჯერებს. მე მინდა ვუთხრა ბატონ ივერის: სულ ცოტა კიდევ გაძელით, ეს მარაზმი რამდენიმე კვირაში დასრულდება, საქართველო დაიწყებს წინ მოძრაობას დიდი ტემპით და ვერავინ შეძლებს, შექმნას ქაოსი და არეულობა ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება მშვიდობიანი გზით და ამას წინ ვერ დაუდგება ვერანაირი სიცრუე და მანიპულაცია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)