12:23 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-07 15:01:55, 747 ნახვა

სამართალი
პროკურორი დავით-გარეჯის საქმეზე - არ არის გამორიცხული ყოფილი, თუ მოქმედი თანამდებობების პირთა პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს

არ არის გამორიცხული, რომ დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიების საქმეში ყოფილი, თუ მოქმედი თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს მუშაობა ყველა შესაძლო ვერსიის გადამოწმების კუთხით.

„რაც შეეხება ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობების პირებს, არ არის გამორიცხული გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობაც და ბუნებრივია ამის წინასწარ პროგნოზირება ვერ მოხდება, ამას გვიჩვენებს გამოძიების შემდგომი პროცესი. გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე. გამოძიება არის რთული პროცესი, გამოძიება მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე. წინასწარ რთულია პროგნოზირება. ამ კითხვაზე სხვა პასუხს ვერ გაგცემთ, შეგიძლიათ მიიღოთ ის, რაც გიპასუხეთ. წინასწარ რთულია პროგნოზირება ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება გამოიკვეთოს. რასაც სამართლებრივი მოცემულობა აჩვენებს, რა მტკიცებულებებიც გამოიკვეთება, მხოლოდ მასზე დაყრდნობით მიიღებს საქართველოს პროკურატურა გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
იუსტიციის მინისტრი - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში
თურქეთმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 85 წევრი დააკავა, რომლებიც ევროპაში Starlink-ის სადგურებზე თავდასხმებში იყვნენ ჩართულნი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics