19:26 - 28 Oct, 2026
|
2020-10-06 11:54:39, 1071 ნახვა
მსოფლიო
Amnesty International-მა ყარაბაღში კასეტური ბომბების უკანონო გამოყენება დაადგინა
Amnesty International-ის სამხედრო ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ აზერბაიჯანის არმიამ სტეფანაკერტის საცხოვრებელ უბნებში კასეტური ბომბები ჩამოყარა. ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია თავად ავრცელებს. Amnesty International აცხადებს, რომ კასეტური ბომბების გამოყენება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, რადგან ამ იარაღის გამოყენებისას რთულია სამოქალაქო და სამხედრო სამიზნეების ერთმანეთისგან გამორჩევა. Amnesty International მოუწოდებს ყველა მხარეს დაიცვას სამოქალაქო პირები და ასევე მოუწოდებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შეუერთდნენ კასეტური ბომბების აკრძალვის შესახებ კონვენციას. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში დაპირისპირეები 27 სექტემბერს დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)