|
2015-09-18 10:18:12, 547 ნახვა
სამართალი
სასამართლო გიგი უგულავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო გიგი უგულავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციითა და საქართველოს ორგანული კანონით საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ. „2015 წლის 17 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინების საფუძველზე, გაუქმდა გიორგი უგულავას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და იგი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციითა და საქართველოს ორგანული კანონით საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ. სასამართლოში წარმოდგენილი დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი უგულავას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების თაობაზე, სასამართლომ კოლეგიური შემადგენლობით განიხილა. გიორგი უგულავას ადვოკატებმა შუამდგომლობას საფუძვლად დაუდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და მიიჩნია, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილება სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, ძალაში შევიდა სასამართლო სხდომის დარბაზში მისი გამოქვეყნების მომენტიდან, რაც წარმოადგენდა გიორგი უგულავას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გაუქმების საფუძველს. შეგახსენებთ, საქმე ეხება 7 ნოემბრის აქციის დარბევის, "ტელეიმედში" შეჭრის, მთაწმინდის პარკის გასხვისებისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ეპიზოდებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მომდევნო სხდომა გაიმართება 2015 წლის 24 სექტემბერს 12:00 საათზე“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)