12:03 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 10:53:54, 555 ნახვა

საზოგადოება
კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ დაიწყო

კამპანია  „დავასუფთაოთ საქართველო“ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო  და სამი დღის განმავლობაში ქვემო ფონიჭალასა   და კრწანისის ტერიტორიებზე გაგრძელდება. 

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დასუფთავების მასშტაბურ აქციაში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა თავად მიიღო მონაწილეობა.

2015 წელს ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანიის პარალელურად საქართველოში, მეექვსედ ტარდება

,,დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანია, რომელიც  საქართველოს ყველა თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტებს მოიცავს. დღევანდელ დასუფთავების აქციას თბილისის მერიის, თავდაცვის სამინისტროს, მყარი მართვის კომპანიის თანამშრომლები და მოხალისეები შემოუერთდნენ.

18-19-20 სექტემბერს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, აერთიანებს მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სასწავლო დაწესებულებებს და ცალკეულ პირებს ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციებისა და შესაბამისი პროგრამების განხორციელებისათვის.  კამპანიაში 134  ქვეყანა მონაწილეობს. საქართველო მსოფლიო კამპანიას 2010 წელს  შეუერთდა და რიგით 121-ე ქყვეყანაა, რომელიც დატანილია  მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე.  წელს მსოფლიო კამპანიის მოწოდებაა - ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობაა.

აქცია „დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო“  ტარდება პროექტის - ,,დავასუფთაოთ საქართველო -საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“  ფარგლებში, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს მხარდაჭერით ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველო,  საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics