|
2020-10-03 14:28:02, 610 ნახვა
მსოფლიო
გერმანია გაერთიანებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავს
გერმანია გაერთიანებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. „ევრონიუსის ცნობით, კორონავირუსის პანდემიის გამო დღესასწაულების აღნიშვნა შეფერხებულია. ქვეყნის გაერთიანება 1990 წლის 3 ოქტომბერს, როდესაც აღმოსავლეთ გერმანია შეუერთდა დასავლეთ გერმანიას და ბერლინი ისევ ერთიანი ქალაქი და გაერთიანებული სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა, როგორც ეს ქვეყნის კონსტიტუციის 23-ე პარაგრაფში იყო გათვალისწინებული. გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ქვეყანამ 30 წლის მანძილძე საკმაოდ ბევრს მიაღწია. „ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ, მნიშვნელოვნად შევამცირეთ განსხვავება აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის საცხოვრებელ პირობებებთან მიმართებაში, თუმცა სტრუქტურული განსხვავებები კვლავ რჩება“, - განაცხადა მერკელმა. ამასთან, როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „ტვიტერის“ სოციალურ ქსელში წერს, „თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ღირებულებებზე დაყრდნობით, გერმანიის გაერთიანებამ გზა გაუხსნა ევროკავშირის გაფართოებას“.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)