15:13 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-30 19:36:56, 652 ნახვა

სამართალი
„დამპალოს“ სასაფლაოზე მომხდარი დანაშაულის ფაქტზე ბრალდებულებს 9 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

„დამპალოს“ სასაფლაოზე მომხდარი დანაშაულის ფაქტზე ბრალდებულებს 9 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ამის შესახებ „ექსპრესნიუს“ გენერალურმა პროკურატურამ აცნობა.

„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს" ტერიტორიაზე, ვ.ბ.-ს  და ზ.ფ.-ს, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული ავტომანქანასთან დაკავშირებით, ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ მ.ჩ.-სთან და მ.წ.-სთან. მხარეებს შორის კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ზ.ფ.-მ და ვ.ბ-მ, ჯგუფურად, მ.წ.-ს და მ.ჩ.-ს დაზიანებები, მათ შორის მ.წ.-ს სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანებები მიაყენეს. მ.ჩ.-მ ჯგუფური ძალადობის შედეგად  ფიზიკური ტკივილი განიცადა და შემთხვევის ადგილიდან გაქცევა მოახერხა. ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით ბრალდებულებმა მ.წ. ზ.ფ.-ს კუთვნილი ავტომანქანით ვ.ბ.-ს საცხოვრებელ ბინაში გადაიყვანეს, სადაც 3 იანვრის დილამდე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მ.წ. მიღებული დაზიანებების შედეგად 4 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ზ.ფ. 2020 წლის 5 იანვარს, ხოლო ვ.ბ. 8 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რასაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, ჩადენილი ჯგუფურად) 126-ე  მუხლის პირველი პრიმა  ნაწილის ,,ბ' ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ" და მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (სხვა დანაშაულის დაფარვის მოტივით  თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ზ.ფ.-ს 10 წლით, ხოლო ვ.ბ-ს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“ , - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics