01:01 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-17 15:08:21, 526 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. 

როგორც მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება საბოლოოა და ის დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს საერთო სასამართლოების მიერ. 

„სახელმწიფოს უმთავრესი დანიშნულებაა ადამიანის უზენაესი უფლებების დაცვა. მართლმსაჯულების მიზანიც სწორედ ამ უზენაეს უფლებათა უზრუნველყოფაშია. საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოები უნდა იდგნენ ამ უფლებათა სადარაჯოზე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო და სავალდებულოა შესასრულებლად. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება  დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს სასერთო სასამართლოების მიერ.  ჩვენ, ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ამ გადაწყვეტილების ყველა კონკრეტულ შემთხვევაში აღსრულების პროცესს“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
 ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა გუშინ გამოაცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics