17:45 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-17 14:49:18, 552 ნახვა

სამართალი
გიგი უგულავას გათავისუფლების შუამდგომლობას სასამართლოს კოლეგია 17:00 საათზე განიხილავს

თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას პარტიმრობიდან გათავისუფლების შესახებ ადვოკატების შუამდგომლობას სასამართლოს კოლეგია დღეს განიხილავს.

სხდომა 5 საათისთვის ჩაინიშნა.

„თბილსერვისისა“ და რიყირს ეპიზოდებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე ადვოკატებმა სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენეს.

პროცესის გადადების სურვილი ბრალდებულმა გიგი უგულავამაც გამოთქვა, რომელმაც განაცხადა, რომ დღევანდელ პროცესზე დაკსვნითი სიტყვის თქმას ვერ შეძლებს.

„ამ განსახილველი საქმის შინაარსობრივი კონცენტრაციის მოხდენა შეუძლებელია ასეთ ვითარებაში. ამაზე ვიფიქრო. ამიტომ გადადეთ პროცესი. მეორე სხდომაც მე მეხება, ეს სხდომაც და ორად ვერ გავიჭრები“, - მიმართა გიგი უგულავამ მოსამართლეს.

ცოტა ხანში გახდება ცნობილი დააკმაჰოფილებს თუ არა მოსამართლე დაცვის მხარის შუამდგომლობას და გადაიდება თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმე, რომელიც „თბილსერვისისა“ და რიყის ეპიზოდებს აერთიანებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics