00:25 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-28 18:48:32, 646 ნახვა

რეგიონი
ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისში იმერეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქ. ქუთაისში იმერეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა რეგიონში შექმნილი ეპიდემიულოგიური ვითარება, ლაბორატორიებში და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა შეაფასეს.

საუბარი შეეხო ვირუსის გავრცელების მეორე ტალღასთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და საპასუხო სტრატეგიებს.

მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისგან პირადად მოისმინა, რა გამოწვევების წინაშე არიან იმერეთის რეგიონში კოვიდინფექციის მართვაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები და ლაბორატორიები.

მინისტრის მხრიდან გაკეთდა შეფასებები და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და ჰოსპიტალური სისტემა სრულ მზადყოფნაშია პაციენტების მისაღებად. ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, რეგიონში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია და ამ დროისთვის არანაირი შეზღუდვები არ იგეგმება.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმერეთის რეგიონში სულ 700-მდე საწოლი და 2 ონლაინ კლინიკაა მობილიზებული.

შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე  ,  იმერეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვისა და დაავადებათა  კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics