17:44 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-17 12:05:29, 585 ნახვა

სამართალი
ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს უგულავას გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართეს

ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს, ყოფილი მერის, გიგი უგულავას გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართეს.

ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩააბარეს.

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით გიგი უგულავა უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

„გუშინ, ათის ხუთი წუთიდან, უნდა ყოფილიყო დაუყონებლივ გათავისუფლებული გიგი უგულავა ციხის ადმინისტრაციის მიერ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, სასჯელაღსრულების მინისტრის მიერ. თუმცა, გვესმის ათასგვარი სპეკულაცია პოლიტიკოსების მხრიდან, სასჯელაღსრულების მინისტრის მხრიდან და ასე შემდეგ, რომ თითქოს ამ საკითხზე მსჯელობა უნდა გამართოს სასამართლომ. ეს არის ტყუილი, უგულავა უნდა ყოფილიყო დაუყონებლივ გათავისუფლებული და მისი პატიმრობაში ყოფნა უკანონოა. თუმცა, წერტილი რომ დავუსვათ ყოველგვარ სპეკულაციას, რომ განსახილველი უნდა ყოფილიყო ეს საკითხი, ჩვენ მაინც მივამართეთ სასამართლოს. სასამართლოს თავისი ინიციატივით უკვე დილიდანვე უნდა მიეღო გადაწყვეტილება უგულავას გათავისუფლების შესახებ და ჩვენი შუამდგომლობის შეტანა საჭირო არ უნდა ყოფილიყო“,- განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

მისივე თქმით, არ აქვს გონივრული მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დროულად აღსრულდება, თუმცა ბასილაიას თქმით, სასამართლომ შუამდგომლობის ჩაბარებისთანავე, დაუყოვნებლივ, ზეპირი მოსმენის გარეშე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გიგი უგულავას პატიმორბიდან გათავისუფლების თაობაზე.

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა გუშინ გამოაცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics