10:38 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-16 20:11:35, 735 ნახვა

საზოგადოება
კახა კახიშვილი: საქართველოს მთავრობა მუშაობს, რომ პატიმრების რაოდენობა შემცირდეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა  კახა კახიშვილმა დღეს გამართულ  სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პრობაციის სისტემის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე   საქართველოს მთავრობის ახალ მიდგომებზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა,   მთავრობა მუშაობს იმისათვის, რომ პატიმრების რაოდენობა შემცირდეს და რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს ციხეში.

„ჩვენ ვმუშაობთ აღკვეთის ღონისძიების ახალი სახის დანერგვაზე. ძალიან მალე გადავალთ ვიდეომონიტორინგის სისტემაზე და სამაჯურებით დავიწყებთ შინაპატიმრობის კონტროლს, რაც სერიოზული ნოვაციაა ალტერნატიული სასჯელების მიმართულებით.  ამით პატიმრების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება,“ -  განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.  

კახა კახიშვილის თქმით, აღნიშნული სიახლის დანერგვის პროცესში  საჭიროა ორი რამ:  საზოგადოებრივი ინტერესის დაცვა  და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. სწორედ   ერთ-ერთ ასეთი ტექნოლოგია იქნება ელექტრონული სამაჯური. მინისტრის თქმით,  ელექტონული მონიტორინგის ცენტრი ოქტომბრის პირველ რიცხვებში გაიხსნება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics