02:09 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-25 17:24:59, 1166 ნახვა

რეგიონი
ტარიელ შარიფაშვილი - სამშობლოსათვის თავდადებული გმირი

დღეს სოფელ ზემო ხანდაკში ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის გარდაცვალების დღე აღინიშნა.

პოლკოვნიკის ბიუსტთან და საფლავთან, რომელიც 1993 წლის 25 სექტემბერს 33 წლის ასაკში სოხუმის დაცვისათვის აფხაზეთში გმირულად დაიღუპა შიდა ქართლის მხარის ადმინისტრაციის და კასპის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, ეროვნული გვარდიის და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, თანამებრძოლები, მეგობრები შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, გენერალმა გიორგი ყარყარაშვილმა გაიხსენა ბრძოლის ეპიზოდები - ბრძოლაში იყო უშიშარი და თანამებრძოლებისთვის საუკეთესო მაგალითის მიმცემი.

საქართველოს მთავრობამ სამშობლოს თავისუფლებისათვის დაღუპული გმირი გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ტარიელ შარიფაშვილის სახელი ეწოდა მშობლიური სოფლის ზემო ხანდაკის საჯარო სკოლას. სოფლის ცენტრში მოეწყო მისი სახელობის სკვერი, სადაც განთავსებულია მისი ბიუსტი. ტარიელ შარიფაშვილის სახელობის ქუჩაა ქალაქ კასპშიც.

2019 წელს კასპის მუნიციპალტეტის მერიამ დააწესა ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია, რომელსაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარჩინებული სტუდენტები იღებენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics