17:45 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-16 15:12:17, 696 ნახვა

სამართალი
კახიშვილი: ელექტრონული მონიტორინგის დანერგვით, ჰუმანიზაციის მიმართულებით ახალ ნაბიჯს გადავდგამთ

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს  პრობაციის  სისტემის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა თემაზე-"პრობაციის ეროვნული სააგენტო, როგორც ალტერნატიული  სანქციებისა და ღონისძიებების  აღმასრულებელი  პროგრესული უწყება საქართველოში".
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი  კახა კახიშვილი, ევროკავშირის ელჩი  საქართველოსი  იანოშ ჰერმანი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი  ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, სხვადასხვა სახელმწიფო  უწყებებისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დეტალურად  იქნა განხილული საქართველოს პრობაციის  სისტემაში გატარებული რეფორმები, სააგენტოს წინაშე არსებული გამოწვევები და დაგეგმილი სიახლეები.
თავის გამოსვლაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ელექტრონული მონიტორინგის დანერგვა გააუმჯობესებს მსჯავრდებულზე ზედამხედველობას და შესაძლებელს გახდის უფრო ჰუმანურ პირობებში  სასჯელის მოხდას.
კახიშვილის განცხადებით, 2016 წლის მარტიდან ასევე იგეგმება არასრულწლოვანი მსჯავრდებულების  წინასასამართლო შეფასების  პროცესში სასჯელის შეფარდებისას, სოციალური მუშაკების  ჩართვა.
"ძალიან მალე ჩვენ გადავალთ ელექტრონული მონიტორინგის სისტემაზე. სამაჯურებით დავიწყებთ უკვე კონტროლს შინა პატიმრობის, რაც არის ძალიან სეროზული ნოვაცია ალტერნატიულ სასჯელებში. მართალია, თავდაპირველად იგეგმება, რომ არასრულწლოვნების მიმართ განხორციელდეს ეს ნოვაცია, მაგრამ ძირითადი პარამეტრებით ჩვენ უკვე ახლო მომავალში შევძლებთ, არასრულწლოვნების შემდეგ გადავიდეთ ზრდასრულ პირებთან მიმართებაში. ამით ძალიან სერიოზულად შემცირდება პატიმრების რაოდენობა. საქართველოს მთავრობა ზუსტად იმ კუთხით მუშაობს, რომ ის პირი, რომელიც შეიძლება არ იჯდეს ციხეში, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ჩადენილი ჰქონდეს დანაშაული, არ უნდა იჯდეს ციხეში, მაგრამ საჭიროა ამისთვის  ერთის მხრივ, ალტერნატიული კონტროლი, რომლის მიხედვითაც იქნება საზოგადოების ინტერესი დაცული, რომ თუნდაც ადამიანმა, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, აღარ ჩაიდინოს მეორე დანაშაული, მაგრამ როგორ უნდა გაკეთდეს ამის უზრუნველყოფა?! უნდა გაკეთდეს ახალი ტექნოლოგიებით.ერთ-ერთი ტექნოლოგია იქნება ზუსტად ის ელექტრონული სამაჯურები, რომლესაც ჩვენ დავნერგავთ. ალბათ ოქტომბრის პირველ რიცხვებში ჩვენ გავხსნით მონიტორინგის ცენტრს. ამავდროულად მარტიდან იგეგმება სოციალური მუშაკის ჩართვა არასრულწლოვანთა სასამართლო პროცესებში, რაც რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს უფრო გამჭვირვალობას და ადეკვატურ მიდგომებს.ვფიქრობ, ამით არასრულწლოვანი მსჯავრდებულების  უფლებები უკეთ იქნება დაცული და საერთოდ, ახალ ნაბიჯს გადავდგამთ ჰუმანიზაციის მიმართულებით",-განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.
ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ასევე სიტყვით მიმართა  შეხვედრის მონაწილეებს, ისაუბრა  პრობაციის ეროვნული სააგენტოს, როგორც ქვეყანაში სარეაბილიტაციო მიდგომებით დანაშაულის პრევენციაში  მონაწილე უწყების როლზე და აღნიშნა ევროკავშირის მხარდაჭერა ამ სისტემაში, ევროკავშირის მიერ  დაფინანსებული პროექტის  "სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის  მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში  წარსულში და დღეისთვის  არსებულ პოზიტიურ შედეგებზე მითითებით.
ამავე ღონისძიებაზე მოხდა  "პრობაციის სამართლის" სახელმძრვანელოს პრეზენტაცია, რომელც გამიზნულია სტუდენტებისთვის, აკადემიური წრისთვის და  ამ სფეროთი დაინტერესებული  პრაქტიკოსებისთვის.
სახელმძღვანელო გამოიცა  ევროკავშირის მიერ  დაფინანსებული პროექტის  "სისხლის სამართლის მართლმსაჯულების  სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" და დიდი ბრიტანეტის მთავრობის  საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის (DFID) მხარდაჭერით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics