|
2015-09-16 15:04:30, 510 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია ჯაჭვლიანს: მამათმავლობა არ დაგვიკანონებია
„კანონით, რომელიც მივიღეთ მამათმავლობა არ დაგვიკანონებია“,– ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე ეკა ბესელია დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის განცხადებას ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით. აქვე, ბესელია პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას, რომ კონსტიტუციაში ოჯახი ჩაიწეროს, როგორც ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრება, მხარს უჭერს. „ჩემს მეგობარ სოსოს მინდა ვუთხრა, რა თქმა უნდა ის ინიციატივა, რომელიც პრემიერმა გაახმოვანა, მიმაჩნია არის უაღრესად მნიშვნელოვანი და მეც დავუჭერ მას მხარს. მაგრამ ჩვენ, იმ კანონით, რომელიც პარლამენტში მივიღეთ, არ დაგვიკანონებია მამათმავლობა, ეს არის ძალიან მგრძნობიარე თემა და ეს ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას“, – აღნიშნა ბესელია. ცნობისთვის, სოსო ჯაჭვლიანმა პლენარულ სხდომაზე სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშრებით, რომ პალრმანეტმა ანტიდისკრიმინაციული კანონის დამტკიცებით „მამათმავლობას“ უყარა კენჭი. ჯაჭვლიანი გამოვიდა ინიციატივით, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილება შევიდეს და ამოღებული იქნას ტერმინები „გენდერული იდენტობა“ და „სექსუალური ორიენტაცია“.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)