23:16 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-16 14:43:29, 687 ნახვა

პოლიტიკა
სოსო ჯაჭვლიანი: მინდა დავაფიქსირო გულისტკივილი, რომ მამათმავლობას კენჭი ვუყარეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი გამოვიდა ინიციატივით, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილება შევიდეს და ამოღებული იქნას ტერმინები „გენდერული იდენტობა“ და „სექსუალური ორიენტაცია“. 

ჯაჭვლიანმა პლენარულ სხდომაზე სინანული გამოთქვა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების დროს „მამათმავლობას და უკანონო ცხოვრების წესს“ კენჭი უყარა.

„პირველ რიგში მე მინდა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა, პრემიერ–მინისტრის მიერ გაჟღერებული ინიციატივის გამო, რათა ჩაიწეროს კონსტიტუციაში, რომ ოჯახი არის მხოლოდ ქალის და კაცის თანაცხოვრება. მაგრამ, მეორეს მხრივ მინდა დავაფიქსირო სინანული და გულისტკივილი იმ ფაქტის გამო, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების დროს, ჩვენთვითონვე ვუყარეთ კენჭი მამათმავლობას, ამ უკანონო ცხოვრების წესის დაკანონებას. ამ კანონის საფუძველზე მათ უკვე მოიპოვეს, სრული უფლება რათა მოევლინონ ჩვენ შვილებს პედაგოგებად სკოლებსა და ბაღებში, ამ კანონის საფუძველზე მათ უკვე მოიპოვეს სრული უფლება თავიანთი ცხოვრების წესს გაუწიონ პროპაგანდა, აგიტაცია და პირიქით, ამ კანონის საფუძველზე, ჩვენს მიერ უკვე მათი მხილება, პროპაგანდაში ხელის შეშლა გახდა დასჯადი. აქედან გამომდინარე, ვსარგებლობ რა ჩემი სადეპუტატო მანდატით, შემოვდივარ საკანონმდებლო წინადადებით, ანტიდისკრიმინაციულ კანონში შევიტანოთ ცვლიებები, მისი ჩამონათვალიდან ამოვიღოთ მამათმავლობის განმსზაღვრელი ტერმინები, გენდერუნი იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია“, – აღნიშნა ჯაჭვლიანმა. 

დეპუტატი ერთსქესიანთა ქორწინების და ერთსქესიანი წყვილების მიერ ბავშვის აყვანის წინააღმდეგია. 

„იმედს გამოვთქვამ დეპუტატები მხარს დაუჭერენ ამ ინიციატივას, დღეს თუ არ გავა ეს პორექტი, მომავალში მაინც შევქმნით პრეცედენტს, რათა გაიმარჯვოს რწმენამ და ზნეობამ.  შეუცდენელი ადამიანი დედამიწაზე არ არსებობს. შეუცდენელია მარტო უფალი, კარგია, როცა შეგიძლია, რომ სინანული გამოთქვა“, – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

აქვე, მან საპარლამენტო უმცირესობის წევრს გია ბარამიძეს მოუწოდა, მის ინიციატივას მხარი დაუჭიროს.

„მე მგონია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამ პარლამენტში ფიქრობს ისე, როგორც მე. ყველამ ძალიან კარგად იცის, ჩემი და გიორგი ბარამიძის დამოკიდებულება ერთმანეთთან. 
თუ ამ ცვლილებებს გიორგი ბარამიძე დაუჭერს მხარს, თუ მისი სურვილი იქნება, მე მისი მეგობარი გავხდები, თუ არ იქნება მისი სურვილი და დაუჭერს მხარს, მე ჩემთვის ჩავთვლი, რომ მყავს ერთი სულიერი მეგობარი“, – აღნიშნა ჯაჭვლიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics