10:33 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-16 14:20:58, 519 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტური კონფერენცია „ოზონის შრე - სიცოცხლის ფარი“ გაიმართა

ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში  სტუდენტური კონფერენცია „ოზონის შრე - სიცოცხლის ფარი“ გაიმართა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობა  200-ზე მეტმა ახალგაზრდა გარემოსდამცველმა მიიღო. მოეწყო ახალგაზრდა დიზაინერების მიერ ოზონის შრის დაცვის თემაზე შექმნილი პოსტერების გამოფენა და  გამარჯვებულთა დაჯილდოვება.

სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები გამარჯვებულებს გიგლა აგულაშვილმა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, და ნილს სკოტმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა გადასცეს.

საგანმანათლებლო კამპანია, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა,  2015 წლის ივლისში დაიწყო. და   წლის ბოლომდე გაგრძელდება. საინფორმაციო შეხვედრებს, ლექციებსა და სემინარებს უკვე დაესწრო 200-ზე მეტი სტუდენტი.

 კამპანია ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) ხელშეწყობითა და სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ ორგანიზებით. ოზონის შრის დაცვის კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული  საგანმანათლებლო დაწესებულებები - სკოლები და უნივერსიტეტები.

გაეროს განვითარების პროგრამა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო 2006 წლიდან აქტიურად თანამშრომლობენ ოზონის შრის დაცვის მიმართულებით. მონრეალის მრავალმხრივი ფონდის დაფინანსებითა და UNDP-ის ხელშეწყობით შეიქმნა და აღიჭურვა მაცივარაგენტების რეციკლირების ორი ცენტრი, უახლესი ტექნიკით აღიჭურვა სამაცივრო დანადგარების მომსახურების 20 კომპანია, სხვადასხვა კომპანიამ და ორგანიზაციამ გადაიყვანა დანადგარები უსაფრთხო მაცივარაგენტებზე, ხოლო პროფესიულ სასწავლებლებში დაინერგა მაცივარ-ტექნიკოსთა სასწავლო პროგრამები. 

„ოზონის შრის დაცვა არის ის სფერო, რომელშიც მსოფლიომ მიღწია წარმატებას. მინდა დიდი სიამაყით ავღნიშნო, რომ საქართველო ერთერთი ლიდერია ამ პროცესში, რადგან პრაქტიკულად ნულამდე შემცირდა ოზონდამშლელი ნივთიერებების გამოყენება“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ნილს სკოტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics