|
2020-09-19 18:42:34, 665 ნახვა
რეგიონი
მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
მაღალმთიან აჭარაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა. არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. მეწყრული და ღვარცოფული პროცესები განვითარდა ქედის, ხელვაჩაურის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში. დილიდან მობილიზებულია ტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე მოძრაობა სრულად აღდგენილია. ადმინისტრაციული ერთულის სოფლებთან მისასვლელი გზები უმოკლეს დროში გაიხსნება. ,,ადგილობრივ თვითმართველობებთან ერთად ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს რეაგირება და ყველა ოჯახს ჰქონდეს მაქსიმალური მხარდაჭერა. მოხდება დაზარელებული ოჯახების ქირით გაყვანა. ადგილზე მობილიზებულია საგზაო ტექნიკა და აქტიურად იმდინარეობს გზების გაწმენდა" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურები და სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის წევრები. ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს ქედის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)