10:38 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 20:17:10, 731 ნახვა

საზოგადოება
ღვინის მეწარმე: გლეხმა უნდა იზრუნოს, რომ მაღალხარისხიანი მოსავლიანობა გაზარდოს

კომპანია „თბილღვინოს“ წარმომადგენელი ზურა მარგველაშვილი სახლემწიფოს მხრიდან სუბსიდირებას წინა ხელისუფლების „ცუდ ფორმად“ აფასებს და ფიქრობს, რომ გლეხს და მეწარმეს ერთმანეთთან კავშირი პოლიტიკოსების გარეშე უნდა ჰქონდეთ. 

„ზოგადად სუბსიდირება არის ძალიან ცუდი ფორმა და დღეს თუ სახელმწიფო კეთილ ნებას იჩენს და აკეთებს სუბსიდირებას, ვფიქრობ ეს არის ძველი პერიოდის გადმონაშთი. რეალურად მინდა, პოლიტიკურ პარტიას გავემიჯნო, არავის პოზიციას არ ვაფიქსირებ. მევენახეობა წარმოუდგენელია მეღვინეობის გარეშე განვითარდეს და მეღვინეობა მევენახეობის გარეშე. ამიტომ, ყოველთვის შეიძლება მშრომელმა მევენახემ პოლიტიკოსების გარეშე და მედიის გარეშე აწარმოოს მოლაპარაკება ღვინის კომპანიასთან, და ნებისმიერი ასეთი აჟიოტაჟი ყოველთვის ძალიან ცუდ შედეგს იძლევა. უბედურება ქართული მეღვინეობის დაიწყო 2006 წელს, როდესაც რუსეთმა გამოაცხადა ემბარგო, ამის შემდეგ მოხდა ის, რომ ყურძნის ფასმა მნიშვნელოვნად დაიწია და მაშინ დაიწყო ხელისუფლებამ სუბსიდირება.  თუ თქვენ გლეხის მზრუნველი ადამიანი ბრძანდებით, გირჩევთ მისცეთ გლეხებს საშუალება კომპანიებს თქვენს გარეშე დაელაპარაკონ, თქვენ მაინც ვერ მოგვალაპარაკებთ ვერასდროს. თქვენ კი სუბსიდიას იხდით, მაგრამ ფულს ჩვენ ვიხდით. საინტერესოა, რომ წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც სუბსიდირება იყო მხოლოდ კახეთის გლეხობისთვის და იმერეთში, ქართლში არის მეღვინეობა განვითარებული და პოლიტიკოსებმაც და გლეხებმაც უნდა გაითვალისწინოთ , რომ ის ხალხი ასევე გლეხია და საქართველოს მოქალაქე  და ამდენი წელია ხმას არ იღებს და არავინ სუბსიდიას არ უხდის“, - აღნიშნა მარგველაშვილმა. 

მარგველაშვილი  შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს  გლეხის მიერ  მაღალხარისხიანი მოსავლიანობის  გაზრდაში ხედავს.

„გამოსავალი რაშია?! - ეს არის მსოფლიო პრაქტიკა, რომელსაც ვერანაირად, თუნდაც პოლიტიკოსების ჩათვლით ვერ შევცვლით, გამოსავალი არის, გლეხმა უნდა იზრუნოს გაზარდოს მაღალხარისხოვანი ვენახის მასა , მოსავლიანობა.  წელს უნდა იცოდეს, 2016, 2017 , 2018 წელს რა ეღირება მისი 1 კილო ყურძენი და მიდიოდეს ღვინის კომპანიებთან და გრძელვადიან ურთიერთობებზე ზრუნავდეს, ისე, როგორც ღვინის კომპანიები ზრუნავენ გრძელვადიან ურთიერთობაზე, რათა ყურძნის ფასი იყოს სტაბილური, ხარისხი იყოს მაღალი, ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ შემდგომ ვაწარმოოთ მაღალხარისხოვანი ღვინო სტაბილურ ფასად“, - განაცხადა ზურა მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics