|
2015-09-15 20:10:26, 660 ნახვა
საზოგადოება
მევენახე: სოფლის ნგრევა სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" დროს დაიწყო
პარლამენტში, აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ყურძნის სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებით მსჯელობენ, სიტყვა მევენახე ქალბატონმა ითხოვა. მან სახელმწიფოს მიერ ყურძენზე დაწესებული ფასის 1ლარამდე გაზრდა მოითხოვა, რადგან მევენახის განარტებით, მოსავალს შრომის ფასად ვერ ყიდიან. ამასთან, მევენახემ "ნაციონალური მოძრაობა" მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ ყველაზე ნაკლებად აქვთ უფლება, დღეს სოფლის ნგრევაზე ისაუბრონ. "ყველაზე ნაკლებად "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს იმის უფლება, რომ დღეს ილაპარაკოს სოფლის ნგრევაზე იმიტომ, რომ სოფლის ნგრევა სწორედ მაშინ დაიწყო. 40 თეთრს გვიხდიდა რქაწითელში "ნაციონალური მოძრაობა. 60 თეთრს გვიხდიდა საფერავში, როდესაც შავნაბადას ბერები ჩამოვიდნენ და 80 თეთრს გვიხდიდა მამა შიო, მიდიოდა შტაბის უფროსი და ეუბნებოდა- ფასი არ გაზარდო, რატომ უწევ შენ მაგას 80 თეთრამდეო. რაც შეეხება იმას, რომ ღვინიაშვილი მოვიდა, ის დეპუტატი ავირჩიეთ გურჯაანის რაიონმა, არ ჰქონდზ მნიშვნელობა, რომელი პარტიის წარმომადგენელი იქნებოდა, ის რაიონის დეპუტატი იყო. უნდა მოსულიყო არა, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, არამედ, როგორც რაიონის დეპუტატი და სხვა კიდევ. როდესაც შედის გლეხი ვენახში ის ლოცულობს. ვაზის ჯვრით შემოვიდა ქრისტიანობა საქართველოში იმხელა მნიშვნელობა აქვს ვაზს, შაჰ აბაზი ვაზს გვიჩეხდა იმისთვის, რომ ქართველობა განადგურებულიყო; დღეს თუ ვაზს მოვექცევით ისე, როგორც ვექცევით, ამით გლეხობისთვის ძალიან ცუდ რამეს გავაკეთებთ. ჩვენ მოვითხოვთ იმას, რომ ხარჯები დავფაროთ. ჩვენ აგირჩიეთ პარლამენტარები არა იმისთვის, რომ ამ ბრძოალს ვუყუროთ, მე შეურაცხოფილი დავრჩი, როცა "ნაციონალური მოძრაობისგან" მართული მითხრეს. ჩემმა გაჭირვებამ მომიყვანა და არა "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელსაც თავიდანვე ვეწინააღმდეგებოდი.არმინდა, რომ ვინმემ მართული მიწოდოს, ჩვენი შრომის ფასად ვერ ვყიდით მოსავალს. მოხედეთ ხალხს, არ არის იმისი ღირსი, რომ გადაუაროთ. ჩვენ "ქართულ ოცნებას" გვერდში დავუდექით. ლარზე ნაკლები არ იყოს ყურძენი. ე.ი. ასკილივით თავი უნდა ვაქნიო და აღარ ვიქნები ნაციონალი?! არ ვარ ნაციონალი და არც ვიქნები",-განაცხადა ერთ-ერთმა მევენახე ქალბატონმა. სხდომას მევენახეებთან და დეპუტატებთან ერთად, ღვინის კომპანიის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებიან. ცნობისთვის, ამჟამად თეთრი ყურძნის ფასი 60 თეთრია, ხოლო საფერავი 85 თეთრი ღირს.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი - შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
პროკურატურა - თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმება მოითხოვა მისი განმარტებით, მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ
პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ობიექტებიდან ჯარისკაცების ნაწილს გაიყვანს
ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე რუსეთთან მომლაპარაკებლის კანდიდატურას განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)