|
2020-09-18 16:33:30, 893 ნახვა
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული და მერი შერეული ორთაბრძოლების კლუბის „მე–13 ლეგიონის“ მებრძოლს და მის მრწვთნელს შეხვდნენ
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე შერეული ორთაბრძოლების კლუბის „მე–13 ლეგიონის“ მებრძოლს, ამირან გოგოლაძეს და მის მწვრთნელს მიხეილ მესხს შეხვდნენ. სპორტსმენმა სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ახლახანს გამართულ ბრძოლაში მიღწეული გამარჯვების შესახებ ისაუბრა და სამომავლო გეგმები გააცნო. აღსანიშნავია, რომ ამირან გოგოლაძემ, 5 სექტემბერს, გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში გამართულ ბრძოლაში უკრაინელი მეტოქე, პაველ კუში ნოკაუტით დაამარცხა. ამ გამარჯვებით, მან ფინალში გადაინაცვლა, სადაც 31 ოქტომბერს UFC-ის ყოფილ მებრძოლ, ისმაილ ნაურდიევს დაუპირისპირდება. ბესიკ ამირანაშვილმა და ზაზა მელიქიძემ სპორტსმენს და მის მწვრთნელს მიღწეული წარმატება მიულოცეს, მადლობის სიგელები გადასცეს და მომავალ ბრძოლაშიც გამარჯვება უსურვეს. მათ, ასევე მუნიციპალიტეტის მერიისა და მხარის ადმინისტრაციის სახელით სპორტსმენს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)