23:15 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 18:12:21, 941 ნახვა

პოლიტიკა
პოლიტიკური ფინანსების საკითხების მოწესრიგების მიხედვით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა

ორგანიზაციების Global Integrity და Sunlight Foundation მიერ შედგენილ რეიტინგში, პოლიტიკური ფინანსების საკითხის მოწესრიგების კუთხით (Money, Politics and Transparency) საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა, ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.
„საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც სისტემატიურად ახორციელებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ფინანსების რეგულირებისა და გამჭირვალობის საკითხის შეფასებას, საქართველოს 79 ქულა მიანიჭა. ამ მონაცემით საქართველომ დაიმსახურა უფრო უკეთესი შეფასება, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა ქვეყნების პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის სისტემებმა.
შეფასება განხორციელდა 2014 წლის განმავლობაში და მასში გათვალისწინებულია როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მოსაზრებები. 
Global Integrity  4 ეტაპიან შეფასების პროცესს ახორციელებს, რომელიც როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ინტერვიუებს, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებებს გულისხმობს, რის შემდგომაც თავად ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ ხორციელდება მიღებული ინფორმაციის გადამოწმება და შეფასება.
რეიტინგის წარმოების პროექტი მიზნად ისახავს შესაბამისი ინფორმაციის დამუშავებასა და შეფასებას, რათა ხელმისაწვდომი გახადოს სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისთვის: მედია, სამოქალაქო საზოგადოება, საჯარო დაწესებულებები და სხვა. სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტებულია საერთაშორისო დონის ექსპერტებით პოლიტიკური ფინანსების კუთხით, რომლებიც ამზადებენ სახელმძღვანელოებსაა და რეკომენდაციებს პოლიტიკური ფინანსების რეგულირებისა და პოლიტიკური კორუფციის აღმოფხვრის მიზნით“ - წერია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics