|
2015-09-15 18:09:30, 924 ნახვა
ეკონომიკა
უახლესი მოდელი - SONY XPERIA M5 სმარტფონი უკვე საქართველოშია
კორპორაცია SONY-მ უახლესი მოდელის სმარტფონის - SONY XPERIA M5 -ის პირველი პარტია საქართველოში უკვე შემოიტანა. SONY-ის ფანებს, რომლებიც დიდი ხანია ელოდნენ ამ მოდელის ქართულ ბაზარზე შემოსვლას, მისი შეძენა დღეიდან მხოლოდ „ტექნო ბუმის“ ქსელსა და „ჯეოსელის“ მაღაზიებში შეეძლებათ. მოდელს - XPERIA M5 ( E5633) სხვა მოდელებთან შედარებით რამდენიმე გამორჩეული და განმასხვავებელი უპირატესობა აქვს. ეს არის ამ დროისთვის ყველაზე ძლიერი 8 ბირთვიანი ( თითო ბირთვი 2.0 გიგაჰერცი) პროცესორი კომპანია MediaTek — Helio X10 , რომელსაც მხარს უმაგრებს 3 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება , რაც უზრუნველყოფს ტელეფონის გამართულ და უხარვეზო მუშაობას და ასევე ყველაზე თანამედროვე თამაშებს. ტელეფონი აღჭურვილია ახალი თაობის 21.5 მეგაპიქსელიანი კამერით, რომელშიც ადაპტირებულია ჰიბრიდული ავტოფოკი. ეს საშუალებას იძლევა, მკაფიო სურათების გადაღება მოხერხდეს სულ რაღაც 0.2 წამის მეათედში. კომპანიის ინფორმაციით, ახალი თაობის კამერას შეუძლია ობიექტის 5-ჯერ მოახლოება მაღალი ხარისხის შენარჩუნებით. წინა პანელზე განთავსებულია 13 მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსირების მხარდაჭერით, რომელიც იძლევა საშუალებას გადაიღოთ მაღალი ხარისხის სელფი, განახორციელოთ HD ვიდეოზარები SKYPE-ში, VIBER-სა და სხვადასხვა აპლიკაციაში. მისი მახასიათებლები და დიზაინი მიმზიდველია ათობით ათასი ადამიანისთვის, რომლებიც SONY-ის ბრენდის მოყვარულები არიან და დღემდე მოუთმენლად ელოდნენ ახალი მოდელის გამოჩენას. ის გამოირჩევა ახალი გრაფიკული შესაძლობებით და XPERIA-ს სხვა მოდელების მსგავსად, უახლესი სმარტფონიც აღჭურვილია ნესტისგან და მტვრისგან დაცვის სისტემით. შეგახსენებთ, მისი შეძენა დღეიდან უკვე შეგიძლიათ მხოლოდ ტექნო ბუმის ქსელსა და ჯეოსელის თბილისის მაღაზიებში.
(R)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)