|
2015-09-15 17:23:48, 691 ნახვა
ეკონომიკა
აგვისტოში ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წელთან შედარებით 35.1%-ით შემცირდა
ფულადი გზავნილების მოცულობა საქართველოში 2015 წლის აგვისტოში წინა წელთან შედარებით 35.1%-ით შემცირდა. წელს აგვისტოში გზავნილების მოცულობამ 84.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 195.9 მლნ ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით საქართველოში ფულადი გზავნილების 89.4% თორმეტი უმსხვილესი დონორი ქვეყნიდან კეთდება (იტალია, ესპანეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, საბერძნეთი, რუსეთი, აშშ, თურქეთი, ისრაელი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი) და 1 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. გასული წლის აგვისტოში, იმავე 12 ქვეყანაზე, მთელი ფულადი გზავნილების 93.1 პროცენტი მოდიოდა. 2015 წლის აგვისტოში კი საქართველოდან საზღვარგარეთ 12.5 მლნ აშშ დოლარი (29.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც წინა წელთან შედარებით შემცირებულია. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის აგვისტოში საქართველოდან 14.6 მლნ აშშ დოლარის (27.4 მლნ ლარი) გზავნილი გაკეთდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)