|
2020-09-17 14:51:48, 671 ნახვა
სამართალი
შაქარაშვილის საქმეზე დიჯეიმ და ლერი მჭედლიძემ სასამართლოში ჩვენება მისცეს
შაქარაშვილის საქმეზე დიჯეი კონსტანტინე ღიბრაძემ და ლერი მჭედლიძემ სასამართლოში ჩვენება მისცეს. კონსტანტინე ღიბრაძემ სასამართლო პროცესის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ არ დაუნახავს დაპირისპირებისას ვინ დაარტყა. „რაც წინა ჩვენებებზე მქონდა ნათქვამი იგივე განვაცხადე დღესაც. არ ვიცი ვინ დამარტყა, არ დამინახავს კონკრეტულად არაფერი. როგორ ვისაუბრო ჩემს დაზარალებულობაზე, როცა ასეთი ამბავია მომხდარი. ჩემი აზრით არ არის სწორი“, - განაცხადა დიჯეიმ. ცნობისთვის, დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი ბრალდებულების საქმის განხილვა გრძელდება. ამ დროისთვის დახურულ სხდომაზე ვიდეომტკიცებულებებს იკვლევენ. შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე ღიბრაძე მცხეთის მაგისტრალზე მომხდარი პირველი ინციდენტის ეპიზოდში დაზარალებულად არის ცნობილი.
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
რასა იუკნევიჩიენე - ხოშტარიას ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ბადრი ჯაფარიძესა და გორდულაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)