17:56 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-17 12:00:02, 3806 ნახვა

კულტურა
ქეთი მელუას ბათუმში გადაღებული კლიპი „Your Longing is Gone“ უკვე ონლაინშია

ქეთი მელუას ბათუმში გადაღებული ვიდეოკლიპის „Your Longing is Gone”  ნახვა უკვე შესაძლებელია. პოპულარულმა მომღერალმა ახალი ვიდეორგოლი თავის ოფიციალურ youtube არხზე გუშინ განათავსა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სპეციალური პოსტით მომღერალმა მადლობა გადაუხადა კლიპის გადაღებაში ჩართულ ყველა ადამიანს, მათ შორის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის გუნდს.

“ვიდეო სიმღერისთვის „Your Longing is Gone” უკვე განთავსებულია ჩემს Youtube არხზე. ამ ვიდეოს გადაღება ჩემთვის ნამდვილად ჯადოსნური გამოცდილება იყო. საკმარისად იღბლიანი აღმოვჩნდი იმისათვის, რომ გასულ თვეს დავბრუნებულიყავი ჩემს სახლში ბათუმში, საქართველოში და მემუშავა შეუდარებელ, შემოქმედებით ხალხთან. ვიდეოს რეჟისორია ფოტოგრაფი მარიამ სიჭინავა, რომლის ნამუშევრები მის ინსტაგრამ გვერდზე აღმოვაჩინე. ძალიან გამიხარდა, როცა მან მიიღო ჩემი მოწვევა, ეს ვიდეო ჩემთან ერთად შეექმნა. ყველა ეს ულამაზესი კოსტიუმი/სამოსი შექმნილია დიზაინერ თაკო მექვაბიძის მიერ, რომელიც (დაიჯერებთ თუ არა!) დადიოდა ჩემთან ერთად ბაღში, ბათუმში. ამდენი წლის შემდეგ, ცხოვრებაში ხელახლა ერთმანეთთან დაკავშირება და ერთად მუშაობის შესაძლებლონა განსაკუთრებული რამეა. მონტაჟის სამუშაოები შესრულებულია შეუდარებელი ჩარლი ლაითენინგის მიერ, რომელმაც გადაიღო პირველი ორი ვიდეო მერვე ალბომიდან. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მშვენიერ თანამონაწილეს თაკო მაკკაგანს, და ყველას Visit Batumi - დან , ვინც პრაქტიკულად, ‘შეძრა მთები’ , რომ ეს გადაღება მომხდარიყო. ეს განსაკუთრებული ადგილებია, ბოტანიკური ბაღი, ბულვარი, ქედა აჭარის მაღალმთიანეთში... მადლობა“  ნათქვამია ქეთი მელუას პოსტში.

ულამაზესი ვიდეოკლიპის გადაღებები ბათუმში მიმდინარე წლის აგვისტოში მიმდინარეობდა, სადაც ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის ბულვარი, სარფის, ციხისძირის სანაპირო ზოლი და სოფელი მერისი მოხვდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა აჭარის ბუნების მრავალფეროვნებას, მთისა და ზღვის ერთობლიობას მსოფლიო მასშტაბით მომღერლის მილიონობით თაყვანისმცემელი ახალი ვიდეორგოლით ეცნობა.

გადაღებებისთვის მიმზიდველი ტურისტული ადგილების შერჩევასა და პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. ვიდეორგოლის რეჟისორი მარიამ სიჭინავა, ოპერატორი კი ალექს ომიაძეა. მომღერლის ჩაცმულობაზე ბათუმელი დიზაინერი თაკო მექვაბიძე ზრუნავდა, რომელმაც თითოეული სამოსი სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნა.

ვიდეორგოლი - shorturl.at/rBHW1.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics