|
2020-09-17 10:29:51, 817 ნახვა
რეგიონი
გოჩა ენუქიძე - ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურ ფაზაში ხორციელდება
,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს'' მაჟორიტარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურ ფაზაში ხორციელდება. დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა ცენტრალურ ქუჩებს, საზოგადოების თავშეყრის ადგილებს, ადმინისტრაციულ შენობებს, მაღაზიებისა და მომსახურების სხვა ობიექტების მიმდებარე ტერიტორიებს. ამავდროულად, რეგიონში შემავალ მთავარ გზებზე განთავსდა 3 ბლოკპოსტი, სადაც მუნიციპალიტეტის მერიებისა და პოლიციის თანამშრომლების ჩართულობით, მიმდინარეობს რეგიონის ტერიტორიაზე შემსვლელ და რეგიონიდან გამომსვლელ მოქალაქეთა 24 საათიანი თერმოსკრინინგი. აღნიშნული პუნქტები განთავსებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შაორის წყალსაცავის მიმდებარედ, ხოლო ცაგერის მუნიციპალიტეტში - სოფ. ტვიშისა და გელავერის უღელტეხილის ტერიტორიებზე. ,,ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობით, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისთვის'', - განაცხადა გოჩა ენუქიძემ
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)