|
2015-09-15 16:14:45, 688 ნახვა
რეგიონი
ფოთს ოსტამარის დელეგაცია სტუმრობს
ფოთში სამდღიანი საქმიანი ვიზიტით, შვედეთის დამეგობრებულ ქალაქ ოსტამარის დელეგაცია იმყოფება. ფოტის მერიის ინფორმაციით, ოსტამარის საკრებულოს წევრები დღეს ფოთის მუნიციპალიტეტის მერს ირაკლი კაკულიასა და საკრებულოს თავმჯდომარეს ალექსანდრე თოფურის შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა სამწლიანი პროექტის ,,უფრო მეტი დემოკრატიული საზოგადოება ადგილობრივ თვითმმართველობაში''- თაობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ პროექტის ორწლიანი პროგრამა წარმატებით დასრულდა და ახლა მესამე წლის ეტაპი უნდა დაიწყოს. პროექტის ფარგლებში ფოთში უნდა გაიმართოს შეხვედრები მოქმედ პოლიტიკურ პარტიებთან, ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან, ახალგაზრდული საკრებულოს ა და ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან, მერიის სამსახურის უფროსებთან და საჯარო მოხელეებთან, საზოგადოებრივი აზრის დარბაზის წევრებთან. შვედეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პროექტის საერთაშორისო კოორდინატორმა სტეფან ედელსვარდმა, შეხვედრისას აღნიშნა, რომ თემების შეთანხმების შემდეგ, პროექტის სარეალიზაციოდ უკეთესი იქნება საზოგადოების მეტი ჩართულობა და ტრენინგების ციკლის გაგრძელება, სასურველი იქნება ორწლიანი კურსის შემდეგ, პროცესი კვლავ ,,ჯიპას'' ტრენერებმა გააგრძელონ, რომელშიც ჩაერთვებიან საჯარო მოხელეები, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიისა და ახალგაზრდული საბჭოს წარმომადგენლები. შვედეთის დელეგაციასთან შეხვედრაზე ქალაქის ხელმძღვანელებმა ნაყოფიერი თანამშრომლობისა და პროექტის წარმატებულად და საინტერესოდ მიმდინარეობისათვის კმაყოფილება გამოთქვეს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)