|
2020-09-16 15:08:28, 1072 ნახვა
რეგიონი
„ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ლანჩხუთში მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე - ქალაქ ლანჩხუთის, სოფელ გვიმბალაურის და სოფელ სუფსის მოსახლეობას შეხვდა. „ბოლო ორი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა, გამოწვევები კვლავ რჩება. შეხვედრისას გამოიკვეთა ძირითადად წყალმომარაგებისა და შიდა გზების რეაბილიტაციის საკითხები, რომლის დროული მოგვარება ჩვენი მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ ვიქნები სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში აქტიურად ჩართული და ლანჩხუთისთვის უამრავ სასიკეთო საქმეს გავაკეთებ. მინდა უდიდესი მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო ჩვენს მოსახლეობას," - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ. შეხვედრას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)