|
2015-09-15 11:46:57, 590 ნახვა
საზოგადოება
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ბაღებს და სკოლებს რეკომენდაციებს აძლევს
აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს რეკომენდაციებს აძლევს. როგორც ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გარემოს სიჯანსაღეს ბავშვების ჯანმრთელობის დაცვისა და სასწავლო პროცესის ეფექტურობისათვის გადამწყვეტი როლი ენიჭება. ამ მიზნით დაწესებულების ადმინისტრაციამ აუცილებელია უზრუნველყოს სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა. რეკომენდაციები სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველსაყოფად: 1. ეპიდემიოლოგიურად კეთილსაიმედო პერიოდში სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ყოველდღიურად უნდა დალაგდეს სველი წესით სოდის, საპნის ან საგსინთეზური სარეცხი საშუალებების გამოყენებით. 2. საკლასო ოთახების და სხვა სასწავლო და დამხმარე ოთახების დალაგება უნდა მოხდეს გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, გაღებული ფანჯრების და ფრამუგების მდგომარეობაში. თუ სკოლაში სწავლა მიმდინარეობს ორ ცვლად, იგი უნდა დალაგდეს 2-ჯერ, მოირეცხოს იატაკი, გაიწმინდოს მტვრიანი ადგილები (ფანჯრის რაფები, რადიატორები და სხვა). 3. თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს შენობის გენერალური დასუფთავება არა მარტო სარეცხი საშუალებებით, არამედ სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით. ამისათვის გამოიყენება ამ მიზნით ნებადართული სადეზინფექციო საშუალებები. 4. ფანჯრები უნდა გაიწმინდოს წელიწადში ორჯერ (გაზაფხულზე და შემოდგომაზე). ტუალეტები, ბუფეტი, სასადილო და სამედიცინო კაბინეტი უნდა დასუფთავდეს სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით. 5. სანიტარულ-ტექნიკური აღჭურვილობის დასუფთავება უნდა მოხდეს ყოველდღიურად, ეპიდსიტუაციის მიუხედავად. უნიტაზის დასაჯდომი ჩასარეცხი ავზის სახელურები და კარების სახელურები უნდა გაირიცხოს ცხელი წყლით და საპნით. ნიჟარები, უნიტაზები უნდა გაირეცხოს ჯაგრისით სარეცხი-სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით მათ ეტიკეტზე მითითებული მოთხოვნების შესაბამისად, ან ორჯერ უნდა გაირეცხოს სადეზინფექციო ხსნარებში დასველებული ჩვრით . 6. სასადილოს დასუფთავება უნდა მოხდეს ბავშვების ყველა გასვლის შემდეგ (საუზმე, სადილი, სამხარი). ჭამის შემდეგ მაგიდები უნდა გაირეცხოს ცხელი წყლით და საპნით ან სოდით. 7. ჭურჭელი უნდა გაირეცხოს ხელით ან მექანიკური გზით. ჭურჭლის ხელით რეცხვის დროს გამოიყენება სამგანყოფილებიანი აბაზანა. ნარჩენებისაგან გასუფთავებული სასადილო ჭურჭელი უნდა გაირეცხოს ჯაგრისით წყალში (500C) და სარეცხ საშუალებებში (აბაზანის ერთი განყოფილება). ამის შემდეგ ჭურჭელი უნდა მოთავსდეს სადეზინფექციო ხსნარში. ჭურჭლის გავლება ხდება გამდინარე ცხელი წყლით (650C) ჭურჭელი უნდა გაშრეს სპეციალურ საშრობ კარადაში ან თაროებზე. 8. ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედო პერიოდში ჭურჭლის დასუფთავების რიგი იცვლება: საჭმლის ნარჩენებისაგან გათავისუფლებული ჭურჭელი უნდა მოთავსდეს სადეზინფექციო ხსნარში, გამოიხარშოს 2%-იანი სოდის ხსნარში – 15 წთ-ის განმავლობაში, ამის შემდეგ ჭურჭელი ირეცხება, გამდინარე ცხელი წყლით და შრება. 9. ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედო პერიოდში ყოველდღიურ დეზინფექციას ექვემდებარება ყველა ოთახი, სადაც გამოვლინდა დაავადების შემთხვევა. სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების ხანგრძლივობა კერაში დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრების მითითებების შესაბამისად დაავადების კერის ლიკვიდაციამდე. 10. ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედო პერიოდში კერაში დეზინფექციის დროს ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს იმ ნივთების დამუშავებას, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ინფექციის გადაცემაში (ხშირად შეხებადი ზედაპირები, კარის სახელურები, კარებები, მაგიდის ზედაპირები). ჰაერ-წვეთოვანი ინფექციის დროს ხშირად უნდა განიავდეს კლასები (ყველა დასვენებაზე), ოთახები გაიწმინდოს მტვრისაგან, დასუფთავდეს სველი წესით. 11. ნაწლავური ინფექციების დროს – დეზინფექცია ჩაუტარდეს ჭურჭელს, სასადილო მაგიდების ზედაპირი, სანიტარიულ-ტექნიკური აღჭურვილობა, ხელების დაბანა მოხდეს საპნით ტუალეტში ყოფნის შემდეგ და ჭამის დაწყებამდე. 12. სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ადმინისტრაციის მიერ დადგენილი უნდა იქნეს ტუალეტების დასუფთავების წესები, პერიოდულობა, დასუფთავებისათვის განკუთვნილი ინვენტარისა და გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების ნუსხა. 13. ნაგვის ყუთების გაცლა უნდა მოხდეს მათი 2/3-ზე გავსებისას. გაცლის შემდეგ ნაგვის შემკრებებს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია. 14. სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე არ დაიშვება უმეთვალყურეო ცხოველების არსებობა. 15. სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნახმარი წყლებისა მოცილება/არინება და სეპტიკური ავზების დაცლა დროულად და უსაფრთხოდ. 16. სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ადმინისტრაციის ორგანიზებით, სპეციალიზებული სამსახურის მეშვეობით, უნდა ჩატარდეს ნარჩენების კონტეინერების განთავსების ადგილის, ასევე საწყობებისა და სარდაფების პერიოდული დამუშავება მწერებისა და მღრღნელების გამრავლების საწინააღმდეგო საშუალებებით (დეზინსექცია, დერატიზაცია).
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)