|
2020-09-14 17:41:51, 1944 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - მომატებული ეპიდრისკების გათვალისწინებით აჭარაში სწავლა 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება
მომატებული ეპიდრისკების გათვალისწინებით აჭარაში სწავლა 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აჭარის და ბათუმის ჩაკეტვა ან კარანტინის დაწესება არ განიხილება. „დღეს ოპერატიულ ფორმატში, საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მსგავსად აჭარის 3 მუნიციპალიტეტისა, როგორიცაა ხელვაჩაური, ქობულეთი, ბათუმი, სწავლა 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება მაღალმთიან აჭარაშიც, ხულოში, შუახევსა და ქედაში. განათლების სამინისტრო მუშაობს, რომ სრულ მზადყოფნაში მოიყვანოს როგორც ტექნიკური, ასევე ინფრასტრუქტურული სიმძლავრეები სკოლებში და სკოლების უდიდესი ნაწილი მზად არის, რომ საკლასო ოთახში განახლდეს სწავლა. თუმცა, მომატებული ეპიდრისკების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში სწავლა საკლასო ოთახებში 1 ოქტომბრიდან, ხოლო დისტანციურად 15 სექტემბრიდან დაიწყება. რამდენიმე დღეში, ველოდებით აჭარაში და ბათუმში ინფიცირების შემთხვევების შემცირებას“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)