|
2015-09-15 11:42:00, 537 ნახვა
საზოგადოება
ფოთის მერს თურქეთის სანაპირო დაცვის გემის მეთაური ეკიპაჟის წევრები ეწვივნენ
ფოთის მერს ირაკლი კაკულიას საქართველოში მეგობრული ვიზიტით მყოფი თურქეთის სანაპირო დაცვის გემის მეთაური, კაპიტან–ლეიტენანტი ზაფერ არსლანი და ეკიპაჟის წევრები ეწვივნენ. ფოთის მერიის ინფორმაციით, თურქული გემი, ფოთის ნავსადგურში საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოწვევით, მეგობრული ვიზიტით შემოვიდა. ირაკლი კაკულიამ თურქ სამხედრო მეზღვაურებს ფოთის ისტორიულ წარსულზე, ნავსადგურის მნიშვნელობასა და ქალაქში ტურიზმის განვითარების პერსპექტივაზე, ასევე თურქეთის რესპუბლიკასთან ურთიერთობის გაღრმავებასა და თურქეთის რომელიმე შავიზღვისპირა ქალაქთან შესაძლო დამეგობრების თაობაზე ესაუბრა. თავის მხრივ, თურქმა კაპიტანმა ზაფერ არსლანმა მადლობა გადაუხადა მერს და საქართველო–თურქეთის სანაპირო დაცვის უწყებათა თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრას საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ,პირველი რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე ესწრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)