23:17 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 11:23:46, 381 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ ხაბაძე სიმონე ვოლკენს შეხვდა

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე  სამხრეთ კავკასიაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) რეგიონული მისიის ხელმძღვანელს სიმონე ვოლკენს შეხვდა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას  UNHCR-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ქაჯაია, აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური და უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი პარმენ ჯალაღონია ესწრებოდნენ.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და საუბარი შეეხო  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ჩართულობის მიზნებს  გადაუჭრელი პრობლემების მოგვარებისა და ჰუმანიტარული სივრცის გაფართოებისათვის. 2014-2015 წლებში ორგანიზაცია დაასრულებს გაეროს განვითარების პროგრამისა და გლუკ-ის ერთობლივ გარდამავალ პროგრამებს, რომლებიც მიმართულია ჰუმანიტარული და განვითარების მხრივ არსებული ნაკლოვანებების გამოსწორებაზე. ორგანიზაცია  მუდმივად უწევს ადვოკატირებას მიმდინარე განვითარების პროგრამებში იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართვას, განსაკუთრებით შიდა ქართლსა და დასავლეთ საქართველოში, ასევე ხელს უწყობს ლტოლვილთა დაცვას, კოორდინაციას, მონიტორინგსა და რეაგირებას, აკონტროლებს დაცვის ქსელს,  მხარს უჭერს რეფერალური მექანიზმების შექმნასა და ახორციელებს მიზნობრივ დაცვით ინტერვენციებს.

 გლუკ-ი   წარმოადგენს ძირითადი მოქმედ პირს დევნილთა დაცვის საკითხებში  და კონკრეტულად ორიენტირებულია მათი პრობლემების გრძელვადიან მოგვარებაზე. კომისარიატის წარმომადგენლობა საქართველოში აქტიურად იცავს თავშესაფრის მაძიებლთა, ლტოლვილთა, დევნილთა და მოქალაქეობის არ მქონე პირების უფლებებს. ორგანიზაცია ეტაპობრივად აფართოებს სხვადასხვა ხასიათის პროგრამებს.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics