|
2015-09-15 09:39:37, 392 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ლიტვის პრეზიდენტმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. „ლიტვის პრეზიდენტი, ისევე, როგორც ლატვიის პრეზიდენტი და ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ნათლად აცხადებენ, რომ დგანან საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე. საქართველოს უსაფრთხოების საკითხი, პრაქტიკულად, იმავე ხარისხშია ამ ქვეყნებში აყვანილი, როგორც საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა. ამ თემაზე ბევრი ვისაუბრეთ. ლიტვის პრეზიდენტი ზუსტად ისევე ინტერესდება საქართველოს უსაფრთხოების საკითხებით, როგორც საკუთარი ქვეყნის შემთხვევაში დაინტერსდებოდა, ეს თემა დღის წესრიგში რომ იდგეს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა ლიტვის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ლიტვის ეროვნული თავდაცვის მინისტრი იუზას ოლეკასი და ლიტვის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი დაინიუს კატილიუსი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)